09 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ, დავით ბუკიასთან ერთად, სოფელ ნოჯიხევში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ, დავით ბუკიასთან ერთად, სოფელ ნოჯიხევში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მოისმინეს ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მთავრობის წევრები ეტაპობრივად ვახორციელებთ სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას. ამჟამად ვიმყოფებით ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ნოჯიხევის დასახლებაში, სადაც მიმდინარეობს რიგი სამუშაოები როგორც სარეაბილიტაციო, ისე სარემონტო. არსებობს სხვა გამოწვევებიც, რასაც უახლოეს ხანებში როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ისე აფხაზეთის მთავრობა ერთობლივად აღმოვფხვრით“, - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი.

დღის ამბები