ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მალე სოფელ ხევში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი და ამბულატორია გაიხსნება.
სააღმზრდელო დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი და მისი მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისათვის ადგილზე ეზოს კეთილმოწყობისა და შენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.