09 აგვისტო 2026,   00:54
ვრცლად
თუ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, რა თქმა უნდა, დავეთანხმებით ამ პოზიციას - ანა დადიანი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე

"გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსი, ანა დადიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება, რომელმაც საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ქვეყნის იმიჯის დაზიანებისა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებას.

ანა დადიანის შეფასებით, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებია საჭირო.

"ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, აზიანებს თუ არ აზიანებს და ეს არის დეზინფორმაცია, თუ არ არის დეზინფორმაცია, მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს. თუ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება და მსგავსი ინფორმაცია აზიანებს, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეთანხმებით ამ პოზიციას," - აღნიშნა ანა დადიანმა.

დღის ამბები