2025 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი მეშვილდიშვილს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და საკრებულოს წევრი, გიორგი მეშვილდიშვილი, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სპორტსმენი ონის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელია და აქტიურად არის ჩართული ონში ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. გიორგი მეშვილდიშვილი ასევე აქტიურად უზიარებს ახალგაზრდებს სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატზე მიღებულ გამოცდილებას. რაჭველ სპორტსმენს მორიგი საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და საკუთარმა მოსწავლეებმა მიულოცეს.