დედაქალაქში "თბილისობა" აღინიშნება. ამ წუთებში, რიყის პაკში, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 20 და 21 სექტემბერს თბილისის მერია მოქალაქეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. მთავარი ლოკაციები ორბელიანის მოედანი და რიყის პარკია. ორივე ლოკაციაზე მოქალაქეებისთვის მოწყობილია ღია კინოთეატრები, კვების სივრცეები, სამეწარმეო მარკეტები, ატრაქციონები, თემატური ფოტოზონები, ასევე, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და საბავშვო გასართობი აქტივობები. მიმდინარეობს გასტრონომიული ფესტივალიც.
პატარებისთვის ზღაპრის გმირების მსვლელობაც მოეწყობა. გარდა სხვადასხვა აქტივობისა, საღამოს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხვალ კი სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისობის საზეიმო კონცერტით დაიხურება სახელწოდებით - "ყველა უმღერის თბილისს".