09 აგვისტო 2026,   09:38
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური მოსახლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებთან საუბარი იმ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო, რომელიც ახალციხეში ამჟამად მიმდინარეობს.

ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივებს გააცნო სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.

"ძალიან საიტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გავმართე კოსტავას, რუსთაველის, ანთიმოზ ივერიელის, გორისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მცხოვრებლებთან. მოსახლეობას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის და ასეთი გულთბილი შეხვედრებისთვის. მე ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად ვიზრუნებ ჩვენს საყვარელ ახალციხეზე", - აცხადებს ვარლამ წიკლაური. 

დღის ამბები