განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ერვნული სასახლე - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიისა და შემოქმედების სიმბოლო, რომელმაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ახალი სიცოცხლე დაიწყო.
მის კედლებს თავისი ისტორიის გზაზე ბევრი გამარჯვება, მარცხი და სიხარული ახსოვთ. 1918 წლის 26 მაისს თეთრ დარბაზში ხელი მოაწერეს და რესპუბლიკის დარბაზში გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
სასახლე მეცხრამეტე საუკუნეში მეფისნაცვლის რეზიდენციად აშენდა, იქ თითოეული ნივთი წარსულის რეფლექსია, სადაც ისტორია ხვდება მომავალს.
სწორედ სარკეებიან დარბაზში მასპინძლობდა მეფისნაცვალი მაღალი რანგის სტუმრებს. 1941 წლიდან შენობამ პოლიტიკური ელფერი დაკარგა და ბავშვებისა და მოზარდების შემოქმედებით სახლად იქცა.
80-წლიანი ისტორიიდან 70 გრიგოლ ჩიგოგიძეს ეკუთვნის, რომელმაც ცხოვრება სასახლის ბინადრებს მიუძღვნა.
შენობა დღეისათვის 10 სამუზეუმო სივრცეს ითვლის, სადაც ფერწერული ტილოები, ქანდაკებები და სხვა ისტორიული არტეფაქტებია წარმოდგენილი.
თითოეული ნაწილი ავთენტურადაა შემორჩენილი. სასახლის რესტავრაცია 5 წლიანი სამუშაოების შემდეგ დასრულდა. რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 2020 წელს დაიწყო. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი და ჭერი. ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია და რესტავრაცია.
განახლებული სასახლე თბილისის მერმა, პრემიერ-მინისტრთან და კულტურის მინისტრთან ერთად საზეიმოდ გახსნა. მათ სიმბოლურად, სარკეებიან დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს და შენობის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
განახლებული მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კარი ყველა იმ ბავშვისთვისაა ღია, ვისაც სურს, რომ დიდი ისტორიის ნაწილი გახდეს.
კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი დღეისათვის 5000-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.