07 აგვისტო 2026,   19:01
ვრცლად
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს. ფესტივალის პირველ დღეს, სტუმრების წინაშე ზვიად ბოლქვაძე სპეციალური მუსიკალური პროგრამით ბენდთან, ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად წარსდგა. მსმენელს წინაშე ასევე წარდგნენ ბენდი "ურსა", "იბერია", ანსამბლი "აფხაზეთი" და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები.

ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში ემოგზაურათ.

ფესტივალზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იყო წარმოდგენილი. ფესტივალს წელსაც ამშვენებს "გარდენია შევარდნაძის" მიერ მოწყობილი ულამაზესი ეთნოგრაფიული სივრცე.

ფესტივალი ბათუმში დღესაც საინტერესო პროგრამით გრძელდება, სადაც სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებზე, აჭარული ნაქარგობების მასტერკლასებსა და 150 მეწარმის გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება 14:00 საათიდან შეუძლიათ.

დღის ამბები