07 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში დევნილებს "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატთან ერთად შეხვდა - აქცენტი პირობების გაუმჯობესებაზე გაკეთდა

ქვეყნის მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან
შეხვედრები გრძელდება.მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად ქუთაისში შედგა.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დევნილებთან "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატთან ერთად მივიდა.

აქცენტი დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, სოციალურ საჭიროებებსა და სამომავლო პროექტებზე გაკეთდა.

დღის ამბები