09 აგვისტო 2026,   13:18
ვრცლად
ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეში დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეში დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ. დაკავებულია 5 ადამიანი - "ბიპი ტრანსის" დირექტორი, ამავე კომპანიის მენეჯერი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სუს-ის ინფორმაციით დაკავებულებმა 4 მილიონზე მეტი, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დროს, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესში, თაღლითურად მიითვისეს.

მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერჯერობით, არ იცნობს. 

"ვერაფერს ვერ გეტყვით პაიკიძეზე, იმიტომ რომ საქმის მასალები არ გადმომცემია, ჯერ ბრალი არ წარდგენია და შესაბამისად, პოზიციაც არ მაქვს. მასთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ მაქვს," - აცხადებს ირმა ჭკადუა. 

დღის ამბები