ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ გოგიძეს, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მაღაზია წლების განმავლობაში ვაჭრობდა, ხელბორკილები სწორედ ამ ტერიტორიაზე დაადეს. გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ნოდარ გოგიძე 44 წლის მამაკაცს მტვირთავად 9 თვის განმავლობაში იძულებით ამუშავებდა და თანხას არ უხდიდა.
მაღაზიაში მუშაობის დასრულების შემდეგ, ბრალდებული, უსახლკარო კაცს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიებით დგინდება, რომ მიღებულ თანხას 54 წლის მამაკაცი სრულად ითვისებდა. უწყება აუდიო-ჩანაწერსაც ავრცელებს.
"კურიერი", მცხეთაში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ ნოდარ გოგიძის მხრიდან უმძიმესი დანაშაულის ჩადენას.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაცვის მხარე მტკიცებულების არ არსებობაზე საუბრობს, ბრალდების კი საპირისპიროს ამტკიცებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული გუშინ დააკავა. გამოძიება 143-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: სიმონ შანავა.