08 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
შსს-მ ეგვიპტის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ეგვიპტის 23 წლის  მოქალაქეც, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის იძებნებოდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკის რეალიზაციით იყო დაკავებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან იძებნებოდა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დღის ამბები