"გურია ენერჯის" დირექტორისა და კიდევ ორი პირის აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს დღეს სასამართლომ.
შპს-ს ხელმძღვანელს, მამუკა ჟღენტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 400 000-ზე მეტის უკანონოდ დაუფლებას ედავება.
თაღლითობაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ დანარჩენ ორ დაკავებულს.
საუბარია 2022- 2023 წლებში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დროს გამოყოფილ თანხაზე.