12 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარაძიუდოისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა, ლევან გუგავამ და რევაზ ჩიკოიძემ იზეიმეს.

დღის ამბები