07 აგვისტო 2026,   21:24
ვრცლად
"ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაგალითად, შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ეფექტიანი" - მიხეილ სარჯველაძე

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ - ერთია ჯანმოს რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში ხელმისაწვდომი. მისი გაკეთება 6 თვიდანაა შესაძლებელი.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევადაც მოვემზადეთ გრიპის სეზონისთვის. მარაგი, რომელიც საჭირო იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიზაციის საწარმოებლად, სრულად არის იმპორტირებული საქართველოში. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაგალითად, შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ეფექტიანი.

განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი იყოს სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს გარკვეული დაავადების მატარებლობა, ასაკის, ორსულობა და ა.შ. იმისთვის, რომ ისინი დაცულნი იყვნენ გრიპისგან და შესაძლო გართულებებისგან, ამისთვის რეკომენდებულია, რომ თითოეულმა მათგანმა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
 
დღის ამბები