07 აგვისტო 2026,   14:43
ვრცლად
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა ზაჰესის იზოლატორში უკვე მოინახულეს

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულთა რაოდენობა, ჯამში, 46-ია. დღეს, სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ 15 დაკავებულს. დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა ზაჰესის იზოლატორში უკვე მოინახულეს.

"ჩემი ინფორმაციით, ის შიგნით არ შეჭრილა, ის ადასტურებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შესასვლელ ღობესთან. ასევე, ადასტურებს, რომ იმყოფებოდა პარტიის ოფისთან. მისი დაკავება მოხდა მის საცხოვრებელ სახლში. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად, ჯერ არ ვიცი რა ქმედებას შეიძლება ედავებოდნენ," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 7 დაკავებული პროცესი მიმდინარეობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები