15 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის პირისპირ - საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ესპანეთის ქალაქი ელჩეა

საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ესპანეთი და ქალაქი ელჩეა. ჯვაროსნები მესამე შეხვედრისთვის ემზადებიან. განწყობა პოზიტიურია, ოპტიმისტურ მოლოდინს კი ნაკრების შემადგენლობა ქმნის. ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, გუნდს დაეხმარება ლაშა დვალიც. 

მეტოქეს კი, საკადრო პრობლემები აქვს - ესპანეთის ნაკრებს 5 ძირითადი ფეხბურთელი გამოეთიშა. რაც შეეხება გამოცდილებას, 8 შეხვედრა, მათ შორის ბოლო, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგე გუნდს კარგად იცნობს.

კარგად იცის საკუთარი ძალა მეთორმეტე მოთამაშემაც - ქართველი გულშემატკივრები ნაკრების გამხნევებას როგორც ესპანეთში, ასევე საქართველოდან შეეცდებიან.

დღის ამბები