05 აგვისტო 2026,   23:33
ვრცლად
"ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტი თბილისში - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

"ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტი თბილისში - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა. საქართველოში პირველად წარმოადგინეს პროექტი - "Astor-ი". საღამოში მონაწილეობდა იტალიური საბალეტო დასი Balletto Di Roma. 

ფესტივალის ფარგლებში, საერთო ჯამში, 6 კონცერტი გაიმართა. საღამოებს, თბილისის გარდა, ბორჯომმა და ბათუმმა უმასპინძლა. 

პარალელურად, ჩატარდა გამოფენები, მასტერკლასები და ვორქშოპები.

დღის ამბები