საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ თურქეთს ხვდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. დღეს გუნდი ქალაქ იზმირში მატჩის წინა ვარჯიშს გამართავს.
საწვრთნელო პროცესის დაწყებამდე კი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.
ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა, საქართველომ წინა შეხვედრებში ბულგარეთს მოუგო, ესპანეთთან და თურქეთთან კი დამარცხდა.