საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას 14 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45-ზე, თურქეთთან გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ხვალ ყველა ფეხბურთელს ექნება ბევრი კარგი და პოზიტიური რამ საჩვენებელი. პირველი მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან კარგად დავამთავრეთ, ხვალ კი პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა ვაჩვენოთ ძალიან კარგი და აგრესიული ფეხბურთი," - აცხადებს ვილი სანიოლი.
პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმაც.
"ძალიან რთულ მატჩს ველოდებით, უბრალოდ, თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა, ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, ნაკრები ძალებს იღდგენს ესპანეთთან დამარცხების შემდეგ და ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან თუ გვინდა, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იქნება," - აცხადებს ანზორ მექვაბიშვილი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი