ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტი გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე, ასევე რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.