05 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
"სორო" - გიორგი მარკოზაშვილის მძაფრსიუჟეტიანი ქართული ფილმი, რომელსაც მაყურებელი კინოთეატრებში 31 ოქტომბრიდან იხილავს

ახალგაზრდა ქალი და თავგადასავლებით სავსე სცენარი - "სორო", ასე ჰქვია გიორგი მარკლოზაშვილის მძაფრსიუჟეტიან ქართულ ფილმს, რომელსაც მაყურებელი კინოთეატრებში 31 ოქტომბრიდან იხილავს.

პირველად, ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2025 წელს, შვედეთის კინოფესტივალზე შედგა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი, გიორგი მარკოზაშვილს ერგო. უცხოელი კრიტიკოსების შეფასების შემდეგ, ახლა ჯერი ქართველ მაყურებელზეა.

სცენარი ახალგაზრდა ქალის გარშემო ვითარება, რომელიც სასამართლოში მოწმის სტატუსით უნდა წარდგეს. თუმცა, ვითარება მას შემდეგ შეიცვლება, რაც მოწმეთა დაცვის სამსახურს მისი დროებით გადამალვა უწევს. შემოქმედებითი გუნდის წევრები ფილმის წარმატებას სხვა ფაქტორებთან ერთად, გუნდურ მუშაობას უკავშირებენ.

შემოქმედებითი გუნდი ქართველი მაყურებლის შეფასებებს მოუთმენლად ელის, ქართულ პრემიერამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე 

დღის ამბები