თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებულ პირებს: გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მარიამ მეყანწიშვილს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. ის გირაოს გადახდის შემთხვევაში გათავისუფლდება.
ცნობისთვის, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს და დავით გიუნაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.