06 აგვისტო 2026,   14:50
ვრცლად
ვინ რას მალავს და რა ხდება ყოფილი მაღალჩინოსნების ირგვლივ - რატომ შევიდნენ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლებში?

ვინ რას მალავს და რა ხდება ყოფილი მაღალჩინოსნების ირგვლივ? რატომ შევიდნენ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლებში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე? ყოფილი პრემიერის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ყოფილი გენერალური პროკურორის და მათი ახლო გარემოცვის სახლებიდან ამოღებულია ნაღდი ფული — 7 მილიონი დოლარი და 136 ათასი ლარი. ჩხრეკა 24 ლოკაციაზე ჩატარდა. ოპერაციაში 230-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საქმის დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ერთ დროს ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირების სახლებიდან, ასევე ამოღებულია დოკუმენტები, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, ძვირფასეულობა, საათები და ნახატები.

რა იქნება შემდეგ და უკავშირდება თუ არა ბოლო ორ დღეში ჩატარებული ჩხრეკები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეს — ამაზე უწყებები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები