ხვანჭკარა, ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, რაჭული თეთრი, თავკვერი და შავკაპიტო - ბრიტანელი მეღვინეები რაჭაში, იმერეთსა და ქართლში ღვინის მრავალფეროვნებას, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და კულტურას გაეცნენ. სამი რეგიონი, განსხვავებული კლიმატი და გამორჩეული გემოები მსოფლიოს წამყვანი სომელიეებისა და იმპორტიორების ყურადღების ცენტრშია. მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაა.
რეგიონული ტურის გარდა, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გასაზრდელად ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია "Swirl Wine Group LTD" 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიების ფარგლებში საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს დეგუსტაცია და სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი