07 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები, განათებისა და სარწყავი ქსელები - საბურთალოს გამგეობამ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა

საბურთალოს გამგეობამ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. 12 ათას კვადრატულ მეტრზე დამონტაჟდა საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. განაახლეს საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.

"პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, სადაც განთავსდა ატრაქციონები, საკალათბურთო მოედანი, თავისი განათებებით, ახალი ხე-მცენარეები დაირგო თავისი სარწყავი სისტემებით, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე ინფრასტრუქტურაა განთავსებული, სავარჯიშო სივრცე. ყველანაირად მოწესრიგებულია. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ აქ იყო კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში და სურვილი იყო რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, ხდება აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტზე გადმოცემა, რაც მაგარია და აღნიშნულ პარკს კიდევ 4 ათასი კვ. დაემატება, სადაც პადელის მოედნები გაკეთდება. ერთიანობაში ძალიან მაგარი დასასვენებელი  პარკი გამოვიდა", - აცხადებს კახა კალაძე. 

 

დღის ამბები