განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქვეყნის 10 საუკეთესო მასწავლებელი დაჯილდოვდა. მათ 2025 წლის, მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
გამარჯვებული პედაგოგები სპეციალურმა კომისიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩია.
დაჯილდოება, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე გაიმართა.