12 აგვისტო 2026,   06:16
ვრცლად
BATUMI OPEN - ბათუმის სპორტის სასახლემ კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

ბათუმის სპორტის სასახლემ კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს "BATUMI OPEN" უმასპინძლა. ქართველმა კარატისტებმა ტურნირზე 35 მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრების დასკვნით დღეს 18-წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე, ასევე ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი - დიმიტრი მსხალაძე, დაამარცხა.

შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

2026 წლის 9 და 10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს. 

დღის ამბები