12 აგვისტო 2026,   06:14
ვრცლად
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროში გამართულ ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროში გამართულ ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა სამშობლოში სამი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო ჩამოიტანეს.

ჩემპიონი გახდა ელენე ქარჩავა, ის პირველი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ჩემპიონის სტატუსი იზეიმეს, ასევე, გიორგი ახვლედიანმა და დავით ალიხანაშვილმა.

მოკრივეებს მიღწეული წარმატება სპორტის მინისტრმა მიულოცა.

დღის ამბები