08 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრებოდა მზია ამაღლობელიც.

სასამართლოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ ამაღლობელის მხარდამჭერები.

ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას. ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 აგვისტოს შეეფარდა. მას მსჯავრი წარუდგინეს მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.

დღის ამბები