საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 14 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.