ჯანდაცვის სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მშობლებს ინფორმაცია უკვე აქვთ. უწყებამ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა "ლიბრე 2 პლუსი" შეიძინა. სამინისტროს სენსორების მწარმოებელ კომპანიასთან, "ებელ ლაბორატორიასთან", შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.
მოწყობილობების მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და მათი გაცემა ეტაპობრივად მოხდება. მონიტორინგის სისტემა იმ პაციენტებს გადაეცემათ, რომელთაც სენსორის გამოყენება ესაჭიროებათ.
კრიტერიუმების საბოლოო განსაზღვრისთვის სპეციალისტებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ამერიკულმა კომპანიამ ცხელი ხაზიც შექმნა.
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის მქონე ბავშვები ამერიკულ-ირლანდიური კომპანიის მიერ დამზადებულ, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიურ სისტემას 2022 წლიდან იყენებენ. ახალი გადაწყვეტილებით კი პროცესში უკვე სენსორების მწარმოებელი კომპანია "ებელ ლაბორატორია" ჩაერთო.