05 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია 48 საათში გახდება ცნობილი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები "ძალიან კარგად მიმდინარეობს" და დასძინა, რომ დამატებითი ინფორმაცია 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

"ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ყველაფერს გაიგებთ. 48 საათში ყველაფერი გაირკვევა", - თქვა მან.

როდესაც პრეზიდენტს გამოცემა Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომ აშშ ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას გეგმავს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოხდეს.

 

 

დღის ამბები