05 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა.

საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა.

შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.

 
დღის ამბები