05 აგვისტო 2026,   21:18
ვრცლად
"ვერიკო და სესილია" - ლეგენდარული მსახიობები ხვალ იმ სცენაზე გაცოცხლდებიან, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირეს

ვერიკო და სესილია - ორი განუმეორებელი ქალი განსხვავებული ხელწერით, რომლებმაც ეკრანი და სცენა თანაბრად დაიპყრეს.

ლეგენდარული მსახიობები ერთ თეატრში, ერთ სცენაზე და ერთ საგრიმიოროში ქართული თეატრის ეპოქას ქმნიდნენ. ადგილი, რომელიც დღემდე ინახავს სცენის მიღმა შემოქმედებითი აღმაფრენის, დაცემის, ტკივილის, სევდისა და სიხარულის ნამდვილ ისტორიებს...

საღამო სახელწოდებით "ვერიკო და სესილია" მსახიობების მშობლიურ თეატრში გაიმართება.

ბავშვობის წლები, პირველი ნაბიჯები სცენაზე და უკანასკნელი როლები - ორი გენიალური ქალის ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, პროფესიონალებთან ერთად, დამწყები მსახიობებიც წარმოგვიდგენენ.

100 წლის შემდეგაც კი, მათ მიერ განსახიერებული როლები შთაგონების წყაროა ხელოვანებისთვის.

ვერიკო და სესილია - მხოლოდ სახელებიც საკმარისია იმისთვის, რომ ქართველ მაყურებელში სიყვარულისა და პატივისცემის განცდა გაჩნდეს. გაახსენდეს, დაფიქრდეს, გაეღიმოს... სწორედ ამ ემოციების სცენაზე გაცოცხლებაა შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი მიზანი.

მოგზაურობა საგრიმიოროდან სცენამდე - ლეგენდების დაბადება ქართული თეატრის ისტორიაში - საღამო 18 და 19 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

დღის ამბები