09 აგვისტო 2026,   08:20
ვრცლად
სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. 

გავრცელებული ცნობით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები