15 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
"გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ" - მაია ბითაძე

"ქართული ოცნება" სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს.

მაია ბითაძე, რომელიც სტამბოლში, ეუთო-ს კონფერენციაზე იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეუთო-ს ფორმატში "ევროპის სახალხო პარტიას" არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს.

"გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ! თან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთოს ფორმატში EPP-ს, "ევროპის სახალხო პარტიას" არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს. ეს ადამიანები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც - ეუთო-ს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს, ეუთო-ს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ? მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!" - წერს მაია ბითაძე.

დღის ამბები