კულტურის მინისტრი იტალიაში ვიზიტს მართავს. თინათინ რუხაძე რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობაზე. განიხილეს გეგმები და არსებული გამოწვევები. შეხვედრას საქართველოს ელჩი და რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ესწრებოდნენ.
"ვესაუბრეთ დეტალებზე და დავგეგმეთ მომავალი წლიდან რომ უფრო აქტიურები ვიყოთ, ამოვუდგეთ მხარში იმიტომ, რომ ისინი ქართულ საქმეს აკეთებენ და სწორედ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ევროპაში ხმამაღლა ისმოდეს ჩვენი ხმა, ჩვენი ემიგრაცია ამაში უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ვფიქრობ, რომ საელჩო ძალიან კარგად არის ამაში უკვე ინტეგრირებული და ვფიქრობ, რომ ახლა ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროც ჩაერთვება და ერთობლივად პროექტებს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ", - აცხადებს კულტურის მინისტრი.