საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ბრალდების მხარის 6 მოწმე გამოჰკითხეს.
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.