13 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები, დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა - შალვა პაპუაშვილი ელისაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში", - წერს შალვა პაპუაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

დღის ამბები