08 ივნისი 2026,   17:40
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა.

ადვოკატი 50 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

სამართალდამცველებმა 18 კილოგრამზე მეტი "მეთადონი" დაკავებულის ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან.

დღის ამბები