05 აგვისტო 2026,   16:40
ვრცლად
დიდუბის რაიონში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

დიდუბის რაიონში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა სამუშაოები 22-ე, 130-ე და 140-ე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე სისტემა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.

კიდევ 7 სკოლაში კი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგდა - გაკეთდა დაზიანებული სახურავები, ასევე გათბობის სისტემა, მოეწყო ღობეები, დაიგო ახალი იატაკი.

სამუშაო პროცესს დიდუბის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები