სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა იქნება უფასო. გადაწყვეტილება ცნობილი პრემიერ-მინისტრისგან გახდა. განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სიახლე ეხება მათ, ვინც სახელმწიფო სასწავლებელში ჩააბარებს მომდევნო და შემდეგ წლებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
"ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ფაქტობრივად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო, სტუდენტებისთვის იქნება მისაბაძი სწავლა. ახალგაზრდები დაფინანსებული იქნებიან სახელმწიფოსგან, მათთვის გაკეთდება ლაბორატორიები, კამპუსები, საუბარია საერთო საცხოვრებლებზეც, ეს მათ უფრო მეტ ბიძგს მისცემს,"- აცხადებს გურგენიძე.