საქართველოს სპორტის მინისტრის ვიზიტი იაპონიაში გრძელდება. შალვა გოგოლაძე ძიუდოს "გრანდ სლემის" ჩემპიონატს დაესწრო.
შეჯიბრის ფარგლებში შედგა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაც. საუბარი იყო ძიუდოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.