"აქსიოსი" წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. ამერიკული გამოცემის თანახმად, შტატების პრეზიდენტს სურს, უკრაინის პრეზიდენტი სერიოზულ ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდეს.
"პოლიტიკო" კი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელები უკრაინას რუსეთისთვის დონბასის დათმობას სთხოვენ.
ცნობილია, რომ ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა.