ჟანრობრივი მრავალფეროვნება, გამორჩეული ხედვა და ფილმები, რომლებიც თანამედროვე კინოს განსხვავებული თვალით წარმოაჩენენ - მსოფლიო კინო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიის მოლოდინშია.
პრემია "ოქროს გლობუსს" ყოველწლიურად ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია გასცემს და ის "ოსკარების" დაჯილდოების რეპეტიციად მიიჩნევს. ასოციაციამ გუშინ, ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე 83-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა.
ყველაზე მეტი - 9 ნომინაცია პოლ ტომას ანდერსონის ფილმმა მიიღო სახელწოდებით, "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა." ის წარდგენილია კატეგორიებში: "საუკეთესო ფილმი," "საუკეთესო რეჟისორი" და "საუკეთესო სცენარი."
პოლ ტომას ანდერსონის კინოსურათში მთავარ როლებს, ლეონარდო დიკაპრიო და შონ პენი ასრულებენ. ნამუშევარმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება უკვე დაიმსახურა. ბევრი მათგანი თვლის, რომ დიკაპრიოს კარიერის განმავლობაში ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია.
იოაკიმ ტრიერის დრამამ "სენტიმენტალური ღირებულებები" 8 ნომინაცია მიიღო. რაიან კუგლერის "ცოდვილებმა" კი 7.
ჯონ ჩუს "ბოროტის" მეორე ნაწილი ხუთ ნომინაციაშია წარდგენილი.
გილიერმო დელ ტოროს "ფრანკენშტაინი" კი 2026 წლის ცერემონიის ერთ-ერთი ფავორიტია - ფილმს 5 ნომინაცია აქვს - საუკეთესო დრამა, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი მსახიობი და საუკეთესო ორიგინალური მუსიკა.
ყველაზე მეტ ნომინაციაში დასახელებულ ფილმებს კონკურენციას უწევენ - ბუგონია, ლურჯი მთვარე, სხვა გზა არ არის და ახალი ტალღა.
სერიალებს შორის კი ყველაზე მეტი - 6 ნომინაცია "თეთრმა ლოტოსმა" მიიღო. ნეტფლიქსის "გარდატეხის ასაკი" 5 კატეგორიაშია წარდგენილი, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი, 15 წლის ოუენ კუპერი მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სექტემბერში "ემის" ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში წარდგენილია ჯოელ ედგერტონი, ოსკარ აიზეკი, დუენ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი.
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ჯესი ბაკლი ფილმისთვის "ჰემნეტი" ისტორიული დრამა, რომელიც ექვს ნომინაციაში გამოვლიდა.
ამავე კატეგორიაში კონკურენციას მას ჯენიფერ ლოურენსი და ჯულია რობერტსი უწევენ.
11 იანვარს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს კინოსამყაროში ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს - "ოქროს გლობუსს."