07 აგვისტო 2026,   18:33
ვრცლად
სპორტის მინისტრმა იაპონიაში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

იაპონიაში ვიზიტისას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარესთან, ცუნეიასუ მიამოტოსთან,  კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე  შინჯი შიმადასთან, ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე ჰიდეაკ ტომიამასთან, საციგურაო ფედერაციის თავმჯდომარე აკიჰისა ნაგაშიმასა და  კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტ იოში სასაკავასთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის სპორტის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტები; საუბარი შეეხო სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებასაც.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა და საელჩოს წარმომადგენლები.

დღის ამბები