03 აგვისტო 2026,   11:28
ვრცლად
განათლების მინისტრი ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების მინისტრი ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა.  

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

"ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი მიმართულება, რომელიც დღეს სასკოლო საზოგადოების წინაშე დგას გამოწვევის სახით და დეტალურად განვიხილეთ ის გადაწყვეტის გზები, რომლებიც კონცეფციის სამუშაო ვერსიით არის შეთავაზებული. კიდევ ერთხელ, ცალსახად, დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა ამ რეფორმის მიმართ, მისი აქტუალობა, დროულობა და საჭიროება და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა, არის რეალური და მას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტა და ის ხედვა, რომელიც სამინისტროს სახელით წარვადგინეთ საჯაროდ ამ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, პირდაპირ პასუხობს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს“, - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. 

დღის ამბები