ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები. პატარებს ტრადიციულად თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. გაიმართა ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საღამო კონცერტით გაგრძელდა და ფეიერვერკით დასრულდა.
ლანჩხუთში საახალწლო დღეების ინიციატორი საქართველოს მთავრობასთან, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებით საქართველოსთან" ერთად ადგილობრივი მერიაა.