03 აგვისტო 2026,   19:22
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოს "ახალგაზრდულ სახლში" წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს "ახალგაზრდულ სახლში" წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო "დღის ცენტრის" წევრების მიერ შექმნილი მინის, კერამიკის, ხის ნაკეთობები და აქსესუარები.

გამოფენა დაათვალიერეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჯანდაცვის მინისტრმა - მიხეილ სარჯველაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ექსპოზიციის პარალელურად გაიმართა ღონისძიება, რომელზეც "დღის ცენტრის" წარმომადგენლებმა მინისტრს ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. ღონისძიების ბოლოს წარმატებულ კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ.

ცენტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაფუძნდა.

დღის ამბები